logo
ENG



ზახაროვა "მომავლის ფანტაზიას" უწოდებს კობახიძის სიტყვას "ოსებთან და აფხაზებთან ცხოვრებაზე"

31 მაი 202418:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/31/erdrred43ch3xqt.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს მარია ზახაროვას ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, "აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად - საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".

კითხვაზე, "მოდის თუ არა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებთან წინააღმდეგობაში რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა რეგიონებში და მოსკოვის ვალდებულება, დაიცვას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი", ზახაროვამ დე ფაქტო რესპუბლიკების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებზე მიუთითა, რომლების თანახმადაც, ირაკლი კობახიძის პოზიციას "პოპულისტური და უპერსპექტივო" უწოდეს.

"არ მოვახდენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ციტირებას, რადგან უკვე ცნობილია, მათ გამოხატეს საკუთარი პოზიცია. რადგანაც ეს იყო "მომავლის ფანტაზიის" თემა, მოდით იმავენაირად ვუპასუხოთ: თუ იქნება ქმედება, რომელზეც პრაქტიკულ ჭრილში საჭირო იქნება პასუხის გაცემა, ამის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია", - თქვა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".


close დახურვა